სამუშაოების
99% შესრულებულია
ნახე ვიდეო პროექტის შესახებ
01წავკისის პანორამა ზღვის დონიდან 920 მეტრზე მდებარეობს. ის სულ რაღაც 7 წუთის სავალზეა თავისუფლების მოედნიდან, მაგრამ მოკლებულია ქალაქის ქაოსსა და ხმაურს. ჩვენი მისიაა წავკისში შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და უსაფრთხო დასახლება, რომელიც მორგებულია თანამედროვე ურბანიზაციის საჭიროებებზე.
პროექტი 12 ჰექტარზეა გაშლილი და აერთიანებს 98 ინდივიდიალურ მიწის ნაკვეთს, გამზადებულს სამშენებლოდ.
პროექტი მოიცავს 1,5 ჰექტარ სარეკრეაციო ზონას, 2 სპორტულ მოედანს და 1000 მეტრი სიგრძის სასეირნო ხეივანს, რომელიც ქმნის თვალწარმტაც პეიზაჟს წლის ყველა სეზონზე.
პროექტის შესახებ
პროექტის ინსპირაცია
02პროექტის კონცეფციის მთავარი ინსპირაცია იყო წავკისის პანორამის გამორჩეული მდებარეობა და პანორამული ხედები. შესაბამისად, დასახლების განვითარებაზე გავლენა მოახდინა რეკრეაციულმა ფორმატმა, სადაც ფართობის დიდი ნაწილი მწვანე სივრცესა და ეკო-მეგობრულ ინფრასტრუქტურას უჭირავს.
სამეზობლო არ იქნება მჭიდროდ დასახლებული. გარდა ამისა, ფეხით მოსიარულეთა და საავტომობილო გზების დაბალანსებული დაგეგმარება უზრუნველყოფს „მანქანებისაგან თავისუფალ “ატმოსფეროს.
ჩვენი კონცეფციის მთავარი მიზანი შევქმნათ მწვანე, თანამედროვე და ელეგანტური საცხოვრებელი გარემო მომავალი მაცხოვრებლებისთვის, სადაც გააცნობიერებთ, რომ საბოლოოდ იქ ხართ სადაც მიგეჩქრებოდათ.
პროექტის ინსპირაცია
ცხოვრების უპირატესობები
ეკოლოგიური 01
ფუნქციონალური 02
მყუდრო 03