თანამედროვე სახლების დიზაინი ხაზს უსვამს სუფთა ხაზებს და გეომეტრიულ ფორმებს. წარსულის ფუფუნება და ისეთი მდიდრული მახასიათებლები, როგორებიცაა თაღები, მორთული სვეტები, ფანჯრის ჟალუზები, ან რაიმე უცნაური ორნამენტები მთლიანად ჩანაცვლდა მინიმალისტური ელემენტებით, მარტივი ფორმებით, მიზანმიმართული ასიმეტრიით, ღია სივრცული სართულებით, მონოქრომული დიზაინით, დიდი ზომის ფანჯრებით, არატრადიციული და ფუნქციური გადახურვით. სტატიაში განხილული სახლები, თანამედროვე არქიტექტურის კარგი მაგალითებია, ისინი ქმნიან განსაკუთრებულ არქიტექტურას ჯანსაღ დიზაინთან და მდგრად მშენებლობასთან ერთად.
ელეგანტურობა და კომფორტი K House-ის ორი ძირითადი ელემენტია. ვილა, რომელიც მდებარეობს ბელგრადში სენჯაკის უბანში, შექმნილია იმისთვის, რომ მის მეპატრონეებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელი პირობები შესთავაზოს. STUDIO OBE-მ ყურადღება გაამახვილა შენობასთან გარე სივრცის კავშირზე. სახლი აშენებულია L ფორმაში, პირველ სართულზე, შთამბეჭდავი ორჯერ დასაკეცი კარი და მინიმალისტური ფართო ფანჯრების ღობეებით, ბუნდოვანს ხდის ხაზებს ექსტერიერსა და ინტერიერს შორის. ამრიგად, იქმნება თავისუფლების განცდა.
ზედა დონე განსხვავდება ქვედა სართულისგან, რადგან აქ ბეტონის ნაცრისფრის ნაცვლად თეთრი ქვის ფერია გამოყენებული. შენობის შიგნით საერთო სივრცე ერთიანობის გრძნობითაა დაპროექტებული. ასევე არსებობს განსხვავება გამოყენებული ალუმინის სისტემების ტიპებს შორის, რადგან ამ დონეზე სასრიალო სისტემისგან განსხვავებული, ტრადიციული ანჯამებზე დამონტაჟებული კარ-ფანჯრები დამონტაჟდა.გარდა ამისა, სახლში ბუნებრივი განათება შეუფერხებლად შემოდის და თანამედროვე ავეჯთან ერთად ავსებს მინიმალისტურ ესთეტიკას.
სახლი კომანოში - ეს თანამედროვე კერძო სახლი მდებარეობს კომანოს საკურორტო უბანში, რომელიც ხასიათდება საცხოვრებელი კორპუსებით და გარშემორტყმულია გამწვანებით და ვენახებით.
საცხოვრებელი ფართი ორგანიზებულია სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს, ხასიათდება დიდი ფანჯრებით, რომლებიც ხეობაში არსებულ გარე სივრცესთან და წინ მდებარე მთებთან ურთიერთობის საშუალებას იძლევიან. სახლი არის ბეტონის ნაგებობა. ფანჯრები და კარები მთლიანად დამზადებულია ხის მასალისგან, კერძოდ მუხისგან. შიგნით, ყველა ფიქსირებული ავეჯი, შიდა კარებები და ფანჯრები ასევე მუხისგანაა დამზადებული.
სახლის მსგავსად, ავტოფარეხის კარები და შესასვლელი კარიც ხისგანაა მოპირკეთებული. ეს არის ერთგვარი ტყავი, რომელიც ფარავს სახლის ჩრდილოეთ მხარეს არსებულ ღია ბეტონს, სხვა ღიობების გარეშე.
სახლი თეიაში სამსართულიანია: დღის ფართი განლაგებულია საწყის სართულზე, თავისი გარე გაფართოებით ბაღისა და აუზისკენ. ღამის ფართი, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობს, მოიცავს ძირითად ლუქს და კიდევ ორ საძინებელს, ხოლო სარდაფში არის ავტოფარეხი და ტექნიკური ოთახი. მთავარ ფასადს აქვს თავისი გამორჩეული თვისება: ტერასებისა და სახურავის დამჭერი სვეტები შექმნილია დიაგონალური ფორმით, რათა შეიქმნას ძირითადი კუთხე ხედის მიმართ. ამ ფორმის შექმნა ასევე შთაგონებულია სოლარიზაციის კვლევის შედეგად, რომელიც საშუალებას აძლევს მზის შუქს შევიდეს სახლში დღის საუკეთესო მომენტში, რაც დაკავშირებულია სივრცის გამოყენებასთან და ენერგოეფექტურობასთან.
ინტერიერის დიზაინი ინარჩუნებს ექსტერიერის ფერებს, ქმნის არსებით კონტრასტს თეთრსა და შავს შორის, რათა ხაზი გაუსვას სივრცის ყველაზე გამორჩეულ ელემენტებს, როგორიცაა კიბეები, ან სამზარეულო. ხის არსებობას სახლში სითბო შემოაქვს, რომელიც ნაწილ-ნაწილ თავს უყრის მისი მაცხოვრებლების ყველა ცხოვრებისეულ დეტალსა და მოგონებებს. ამ თანამედროვე სახლში, ყველა ხაზი და დეტალი შექმნილია კონკრეტული მიზეზით: მფლობელების ოცნებების მისაღწევად.