We offer 98 lands located in Tsavkisi

Reserve your

own land

0%
სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში - ბავშვთა განვითარების წინაპირობა
01

კერძო დასახლებაში ცხოვრების დადებითი მხარეები

02

როგორ გავაფორმოთ სახლი შობა-ახალი წლისთვის? თანამედროვე ტენდენციები დიზაინერებისგან

03

როგორ გავაფორმოთ საკუთარი სახლის ექსტერიერი საახალწლოდ? - რჩევები დიზაინერებისგან

04

ფერების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

05

სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში - ბავშვთა განვითარების წინაპირობა

06

ბაღი მოვლის და გაშენების პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

07

ტროპიკული სტილი ინტერიერის დიზაინში

08

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში

09

ჯაპანდის დახვეწილი სტილი ინტერიერის დიზაინში

10

თანამედროვე კერძო სახლების არქიტექტურა

11

რა უნდა ვიცოდეთ ლანდშაფტის დიზაინზე?

12

თანამედროვე ბაღის დიზაინი

სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში - ბავშვთა განვითარების წინაპირობა

საჯარო სივრცის სიჯანსაღე იმით განისაზღვრება, თუ რა დოზით წარმოადგენს ის საზოგადო წყაროს. შეგვიძლია მტკიცედ ვთქვათ, რომ ამ მხრივ, ბავშვები უჩინარობით, გარიყულობით და სეგრეგაციით იტანჯებიან. ამის პირველი მიზეზი კი მათივე ასაკია. რადგანაც მსოფლიო ურბანიზებული ხდება, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში ურბანულ სიღარიბეს ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე გრძელვადიანი დეფისტაციური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. დაგეგმვასა და განვითარების სტრატეგიებს, რომლებიც ეხება საცხოვრებლისა და საკუთრების უფლებას, საერთო ინფრასტრუქტურასა და ბავშვებზე ზრუნვას, შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მათი ცხოვრების ხარისხი.
 
 
1.jpg 879.12 KB


თამაში ბავშვების „მუშაობად“ არის დახასიათებული. ის მათი განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან აუმჯობესებს მათ ფიზიკურ და გონებრივ უნარებს და ისინი მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან. სწავლობენ სოციალურ ჩვევებსა და უვითარდებათ წარმოსახვისა და კრეატიულობის უნარი, იტვირთებიან ფიზიკურად და იღებენ თავგადასავლების გამოცდილებას. ბავშვებისთვის გარკვეული სივრცეები მეტად ხელსაყრელია. ისინი უნდა იყოს როგორც ფიზიკურად, ასევე ვიზუალურად ხელმისაწვდომი. აქ უნდა შეიძლებოდეს ისეთი აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება, როგორებიცაა ბურთით თამაში და ველოსიპედით სიარული. გასართობი სივრცეები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა ასაკის ბავშვების მოთხოვნილებებს. თქვენი შვილისთვის მოულოდნელი რისკისგან თავის არიდება შეიძლება მისთვის შფოთვის მიზეზი გახდეს. ამიტომ, სათამაშო სივრცეები, სადაც ბავშვებს მაღლა ცოცვა, სწრაფად ტრიალი და მსგავსი აქტივობების განხორციელება შეუძლიათ, მათივე განვითარებისთვის არის სასარგებლო.
2.jpg 210.78 KB


9-მეტრიანი საცოცი პირამიდა (2-სართულიან სახლზე დიდი) ნეპტუნის პარკში, ნიუ-იორკში მდებარეობს. ის 2012 წელს გაიხსნა. პირამიდა მეტალისგანაა დამზადებული. თოკი კი, რომელიც პირამიდის შიგნითაა ბავშვებს ჩამოვარდნისგან იცავს. ეს ადგილი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სათამაშო სივრცედ არის მიჩნეული. შეიძლება ბავშვებს ავსტრიული კომპანიის სვაროვსკის ისტორია საერთოდაც არ აინტერესებთ, მაგრამ კომპანიის მუზეუმი მათ სათამაშო ადგილს სთავაზობს: 4-სართულიანი სათამაშო კოშკი მოიცავს სასრიალოებს, საქანელებს და ბატუტს. ავსტრალიაში მდებარე საბავშვო პარკი კი იმ ბავშვებისთვისაც ზრუნავს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. 12 მეტრის სიმაღლის კოშკი, 9 მეტრის სპირალური სასრიალოები, ეტლისთვის განკუთვნილი საქანელები, სათამაშო ნავი, მუსიკალური აღჭურვილობა - ეს ყველაფერი ბავშვების ხელთაა. 

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურ სათამაშო მოედნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის, ეს უკანასკნელნი ხშირად მაინც საჯარო სივრციდან გარიყულნი რჩებიან.  ბავშვებს სოციალიზაცია და თამაში მარტო პარკებსა და სათამაშო მოედნებზე არ უნდა შეეძლოთ. ქუჩები, ტროტუარები, სახლისკენ მიმავალი გზები ამ მიზნისთვის იდეალურ ადგილს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა ზუსტად აქ იჩენს თავს პრობლემა: გადატვირთული ტრანსპორტი, კრიმინალი, მშობლების შიში უცხოების მიმართ, საჯარო ადგილები ბავშვებისთვის სტიგმის მატარებელი და შემზღუდველი ხდება. ეს ამცირებს მათთვის შესაძლებლობებს ისწავლონ სხვებთან ურთიერთობა, სოციალურ-კულტურულ საჯარო სფეროში. ამიტომ აუცილებელია ბავშვების აქტიური ხმა ისმოდეს  დემოკრატიულ საჯარო სივრცის შექმნაში, ურბანული დიზაინისა და დაგეგმარების განვითარებში. 

სწორედ, ამ გამოწვევების სიღრმისეულად გაანალიზების შედეგია ის, რომ „წავკისი პანორამა“ თავისი არსით სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც საცხოვრებელი სახლის არჩევისას თანამედროვე ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. უბნის განაშენიანება ხდება წავკისში, ქალაქის ხმაურის, და მტვრისგან შორს, განაშენიანების გეგმის შესაბამისად, რომელიც მოიცავს 15000მ² რეკრეაციულ ზონას, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, საბავშვო გასართობ სივრცეს, ველო ბილიკს, სკეიტპარკს და სასეირნო ხეივანს. ასეთი მწვანე და ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებებზე მორგებული გარემო პირდაპირ აისახება პიროვნების, როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ სიჯანსაღეზე. აუმჯობესებს ბავშვებისა და მოზრდილების ცხოვრების ხარისხს და მათ ყოველდღიურობას გაცილებით უფრო საინტერესოდ აქცევს.
 
23playborhoodnew1-videoSixteenByNineJumbo1600-v2.jpg 674.91 KB