როგორ გავაფორმოთ საკუთარი სახლის ექსტერიერი საახალწლოდ? - რჩევები დიზაინერებისგან
მათ, ვისაც საკუთარი სახლი და ეზო აქვთ, დღესასწაულების პერიოდში, დეკორირებისთვის ყოველთვის მეტის შესაძლებლობა ეძლევათ, რადგან სახლის მხოლოდ შიგნიდან მორთვა არ არის საკმარისი და ნებისმიერი ადამიანის ბუნებრივი სურვილია, რომ მისი ექსტერიერიც ისეთივე მიმზიდველი იყოს, როგორც ინტერიერი.
საშობაოდ თქვენი სახლის ექსტერიერის გაფორმება სადღესასწაულო სეზონის გასახსნელად მშვენიერი გზაა. მოციმციმე ნათურები, საშობაო დეკორაციები ეზოში და თავად სახლზე, ზამთრის ცივ სეზონს ყველაზე თბილ და ჯადოსნურ პერიოდად აქცევს. ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა მარტივად შეძლოთ გარე სივრცის მორთვა, მისი საშობაო მუხტით ავსება და ჯადოსნურ ადგილად გადაქცევა.
განათება
ალბათ, განათება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ეზოს სადღესასწაულო დეკორირების დროს. როდესაც საქმე ეხება გარე საშობაო განათებებს, ნუ შეგეშინდებათ ყველაფერზე წასვლა და თქვენი ბაღი ნამდვილად გაანათეთ. მოციმციმე ნათურები კლასიკური აუცილებლობაა. ამიტომ, შეფუთეთ ხეები, ბუჩქები სადღესასწაულო განათებით. თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველანაირი ფერის ნათება და სხვადასხვა ნათებით, სექციებად გამოყოთ თქვენი ექსტერიერი. მაგალითად, თბილი ნათება შესაძლებელი აივნებზე, ფანჯრებზე და კარებზე გამოიყენოთ, ხოლო ცივი ნათებით ხეები და ბუჩქები გაანათოთ. ფერადი ციმციმებით კი აქცენტი კონკრეტულ დეკორაციაზე გააკეთოთ. დაარეგულირეთ სიკაშკაშის დონეები, სიჩქარე და ინტენსივობა რათა ბაღის განათებამ თქვენი სენსორული გადაღლა არ გამოიწვიოს და მაქსიმალურად კომფორტული იყოს თვალისთვის.
გაანათეთ ჭიშკრიდან სახლისკენ მიმავალი ბილიკიც. ამისთვის გამოიყენეთ დეკორატიული ფარნები, სანთლები ან მანათობელი ფიგურები. არ დაგავიწყდეთ ღობის განათებაც. მთავრია ბალანსი და განათების ინტენსივობის დარეგულირება.
დეკორაციები
გარე სივრცის მორთვის დროს გახსოვდეთ, რომ ეზოშიც ისევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კლასიკური ორნამენტები, როგორც შიგნით. არ არის აუცილებელი შემოიფარგლოთ ტრადიციული, წითელი და მწვანე ფერების კომბინაციით. მოულოდნელი ფერები, როგორიცაა ჩაისფერი, იასამნისფერი, სამეფო ლურჯი თანაბრად სადღესასწაულო ელფერს მისცემს თქვენს სახლს.
დეკორირებისას წინასწარ გადაწყვიტეთ სად გინდათ აქცენტის გაკეთება. ძირითად ყურადღებას გადაიტანთ სახლზე თუ ბაღზე. ამის მიხედვით შეარჩევთ განსათავსებელი დეკორაციების რაოდენობასაც.
თუ თქვენ კარის წინ, პატარა ვერანდა გაქვთ, რომელიც სახლს ეზოსთან აკავშირებს, თამამად შეგიძლიათ აქციოთ ის მყუდრო სივრცედ და ძირითადი აქცენტიც მასზე გააკეთოთ. ამ ადგილას შეგიძლიათ განათავსოთ პატარა ბენჩი, თბილი პლედები, ყავის მაგიდა და გამოიტანოთ სახლური ატმოსფერო გარეთ, რათა თქვენი ეზოთი მშვენება სასიამოვნო პროცესი გახადოთ. სკამებზე ბუნებრივი ტოტეტებისგან დამზადებული გამწვანება, ყვავილების ქოთნები და ბუნებრივი მცენარეებით მორთული გვირგვინი ამ სივრცეს ზამთრის განუმეორებელ ელფერს შესძენს. ასეთ ვერანდაზე ყოფნა დილის ყავით, ან საღამოს ცხელი შოკოლადით ყოველთვის სასიამოვნო პროცესი იქნება.
რაც შეეხება კონკრეტულ დეკორატიულ ფიგურებს... შეიძინეთ სანტას, ირმების, ან თოვლის კაცის ქანდაკება ბაღში დასადგმელად. რაოდენობა შეარჩიეთ იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ადგილი გაქვთ ბაღში. თუ აქცენტს სახლის კართან აკეთებთ, მაშინ აუცილებლად იყიდეთ ორი ქანდაკება, რათა ისინი ორივე მხარეს განათავსოთ.
საშობაო სოფლის ატმოსფეროს შესაქმნელად, იფიქრეთ სანტას ფიგურებისა და ფიფქების მიღმა. განათავსეთ, ჯუჯების, ელფების, ფერიების ფიგურებიც. ეს მცირე ზომის დეკორაციები სრულიად განსხვავებულ, მხიარულ და სახალისო შეგრძნებით დატვირთავს თქვენს ბაღს.
დაამშვენე თქვენი ღობე
და ბოლოს, აუცილებლად გაფორმეთ თქვენი ღობეც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღობის გაფორმების ყველაზე მარტივი გზა ციმციმა განათებებია. თუმცა, განათებასთან ერთად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული გირლანდები, კლასიკური წრიული გვირგვინები, ექვსქიმიანი ვარსკვლავები. თავად გირლანდები კი შეგიძლიათ წითელი ზამთრის კენკრით, გირჩებით ან ყვავილებით გააფორმოთ.