We offer 98 lands located in Tsavkisi

Reserve your

own land

0%
როგორ გავაფორმოთ სახლი შობა-ახალი წლისთვის? თანამედროვე ტენდენციები დიზაინერებისგან
01

კერძო დასახლებაში ცხოვრების დადებითი მხარეები

02

როგორ გავაფორმოთ სახლი შობა-ახალი წლისთვის? თანამედროვე ტენდენციები დიზაინერებისგან

03

როგორ გავაფორმოთ საკუთარი სახლის ექსტერიერი საახალწლოდ? - რჩევები დიზაინერებისგან

04

ფერების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

05

სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში - ბავშვთა განვითარების წინაპირობა

06

ბაღი მოვლის და გაშენების პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

07

ტროპიკული სტილი ინტერიერის დიზაინში

08

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში

09

ჯაპანდის დახვეწილი სტილი ინტერიერის დიზაინში

10

თანამედროვე კერძო სახლების არქიტექტურა

11

რა უნდა ვიცოდეთ ლანდშაფტის დიზაინზე?

12

თანამედროვე ბაღის დიზაინი

როგორ გავაფორმოთ სახლი შობა-ახალი წლისთვის? თანამედროვე ტენდენციები დიზაინერებისგან

შობა-ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც უმეტესობისთვის პოზიტიურ და ჯადოსნურ დღეებთან ასოცირდება. საშობაო ატმოსფერო, რომელიც სახლის გარეთ და შიგნით იქმნება, ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და დაუვიწყარია. ამ დღესასწაულზე, როცა დროის უმეტეს ნაწილს, ტრადიციულად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებთ, მუდმივად გვაქვს ლტოლვა ძველი, კარგი დღეებისკენ. ამავდროულად, ვივსებით ახლის წამოწყების სურვილით. ეს სურვილები კი, პირველ რიგში, სწორედ სადღესასწაულო დეკორაციაში აისახება, რომელიც ერთდროულად თანამედროვე და ოჯახური ტრადიციებს მომცველია.
 
 წლევანდელი დეკორაციები მოიცავს ახალ ფერებს, ფორმებსა და სტილებს, მაგრამ შთაგონებას იღებს ნაცნობი წყაროებიდან, როგორიცაა ბუნება, ვინტაჟური გლამურული და დახვეწილი ელეგანტურობა. მაშ ასე, როგორი იქნება დამდეგი 2023 წლის საახალწლო ტენდენციები?

mtavari.jpg 147.98 KB

 
2023 წლის შობა-ახალი წლის ტენდენციები სამი ძირითადი თემას მოიცავს:

·       კლასიკური თემა;
·       ტოტალური თეთრი;
·       ელეგანტურობის თემა.

სახლის დეკორაციის კლასიკური თემა არასოდეს გადადის მოდიდან, კლასიკური საშობაო ფერების წყალობით (ანუ ნათელი წითელი, ღია ოქროსფერი და ნაძვის მწვანე). კლასიკური თემა სითბოს, სიმშვიდისა და სიმყუდროვეს გადმოცემს. ტრადიციული დეკორაციებით, როგორიცაა ნაძვის ხე, გვირგვინები, ორნამენტები და თბილი ყვითელი განათებებით, გემოვნებით შეავსებთ სახლის ატმოსფეროს, უნიკალური და მყუდრო დღესასწაულისთვის.

ტოტალური თეთრი თემა ბოლო წლებში დამკვიდრდა და მისი თანამედროვე და ამავდროულად, დახვეწილი ხასიათის წყალობით წელსაც ტრენდებში გვხვდება. საშობაო დეკორაციები და ავეჯი თეთრში, ოქროს ან/და ვერცხლის დეტალებთან ერთად, თანამედროვე, ორიგინალურ, მაგრამ ძალიან დახვეწილ გარემოს ქმნის.

ელეგანტურობის თემა წელს სრულიად ახალი ფერებით გვევლინება: ნაცრისფერი, შავი, ყავისფერი და ოქროსფერი. ეს თემა მართლაც უნიკალურია მდიდრული და ცქრიალა შობა-ახალი წლისთვის.

2.jpg 154.29 KB


ფერები
 
მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ თქვენს თემას, შეადგინეთ ფერების პალიტრა, რომ  გააცოცხლოთ იგი. მაგალითად, ტრადიციული, მაგრამ მდიდრული გარეგნობისთვის მიჰყევით წითელ და ოქროსფერთა კომბინაციას, სკანდინავიური ატმოსფეროსთვის თეთრი და რბილი ნეიტრალურ ტონები აირჩიეთ. თუ ყინულოვანი და მკაცრი ატმოსფერო გირჩევნიათ, მაშინ ლურჯის და ვერცხლისფერის კომბინაცია აირჩიეთ. მიჰყევით ორ, ან არაუმეტეს სამ ფერს. ერთი ფერი იქნება ძირითადი, მეორე აქცენტებისთვის, მესამე კი, ბზინვარებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. 
 
წელს ასევე, შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ შემდეგ კომბინაციებს:

  • რძისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი;
  • ლავანდისფერი, იასამნისფერი, ლურჯი;
  • მწვანე, ყავისფერი;

    1.jpg 342.96 KB

     
     
დეკორაცია
 
ალბათ, ყველასთვის წარმოუდგენელია შობა-ახალი წლის დღესასწაული დეკორაციის გარეშე. სახლში ყველაფერი სათანადო ყურადღებით უნდა იყოს გაფორმებული, არა მხოლოდ საშობაოდ შესაფერისი წვრილმანების და პირადი გემოვნების გათვალისწინებით, არამედ სახლის სტილისტურ კონტექსტზეც.
 
ამ წელს, ყველაზე ტრენდული, განახლებადი და ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული დეკორაციები იქნება. აქედან გამომდინარე, გირლანდებს და ნაძვის ხის წვეროს მოსართავები  გაფორმეთ ფოთლებით, წიწვებით, ხილით და კენკრით.

სახლში უფრო მდგრადი მასალების გამოყენების ზოგადი ტენდენციის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ქაღალდის დეკორაციები ყველგან ჩნდება. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და მარტივი წვრილმანი. ქაღალდის დეკორაციებში შედის დაკეცილი ვარსკვლავები, აკორდეონის ნაძვის ხეები, ამოჭრილი ორნამენტები, ჯაჭვის გირლანდები. ჯადოსნური ეფექტისთვის კარებზე, ფანჯრებზე და კედლებზე აუცილებლად ჩამოკიდეთ წვრილ-წვრილი ფიფქები.

4.jpeg 372.26 KB



 განათება

რაც შეეხება განათებას, ნაძვის ხის მორთვისას პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ პროცესი დაიწყოთ განათების დაკიდებით. განათების დამატება სათამაშოების დაკიდების შემდეგ გაცილებით უფრო რთულია. გახსოვდეთ, რომ ნაძვის ხის დაახლოებით ყოველ 60 სანტიმეტრზე უნდა მოდიოდეს 100 ნათურა, ან 5 მეტრიანი განათება. მაგალითად თუ გაქვთ 180 სანტიმეტრიანი ნაძვის ხე, მისი იდეალური განათებისთვის საჭირო იქნება  დაახლოებით 300 ნათურა, ან 15 მეტრიანი განათება.
 
 არ დაგავიწყდეთ ცალკეული კედლების განათებაც, სადაც სხვადასხვა საახალწლო დეკორი გექნებათ გამოყენებული. გამოიყენეთ ნეიტრალური და თბილი ფერების ნათება. ამგვარად, განათებით უკეთ გაუსვამთ ხაზს საახალწლო დეკორაციების ფერებს და თქვენი სახლიც ნაკლებად გადატვირთული იქნება.

images.jpg 14.6 KB


და ბოლოს გახსოვდეთ, რომ ტრენდების გათვალისწინება აუცილებლობას არ წარმოადგენს. ეს უბრალოდ ახალი იდეების წყაროა, რომელიც სიახლეს სძენს ჩვენს სახლს და ჯადოსნურ ატმოსფეროს. მთავარი კი, თქვენთვის ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც მაქსიმალურად მოგანიჭებთ კომფორტს და სიხარულს.