სივრცის ფორმირება ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობასა და როლს ანიჭებს გარემოს გამწვანებას. მოდერნისტული რევოლუციიდან მოყოლებული ცხადი გახდა, რომ ბაღები და მწვანე ადგილები, როგორც საცხოვრებელი, ისე ქალაქური სივრცეებისთვის აუცილებელია. ურბანიზმი წარმოუდგენელია ლანდშაფტის გათვალისწინებისა და მოფრთხილების გარეშე. სწორედ ამ პერიოდიდან დამკვიდრდა აზრი, რომ ხარისხიანი ცხოვრებისთვის ყველა მაცხოვრებელზე გარკვეული ფართობის მწვანე სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი.
მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს საერთო, ურბანული მწვანე სივრცე, პარკი თუ ბაღი. ხარისხიანი ცხოვრებისთვის გარემოში - ინტერიერი იქნება ეს, ფასადი თუ მიწის ნაკვეთი, აუცილებელია სიმწვანე. თუმცა, სიმწვანე ძალიან აბსტრაქტული რამაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არსებობს მთელი რიგი დისციპლინებისა და მთლიანად დარგი დიზაინისა, რომელიც ლანდშაფტის დაგეგმარებაში გვეხმარება. მცენარეებისა და მცირე ფორმების არჩევა თქვენი ბაღისთვის ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერის მოწყობა და რემონტი. ზუსტად ამიტომ, ლანდშაფტის დიზაინის ტრენდებიც იგივე სიხშირით იცვლება, როგორც ინტერიერისა და მოცულობის.
ლანდშაფტის დიზაინი არის პრაქტიკული და სასიამოვნო გარე საცხოვრებელი ფართის განვითარების პროცესი. ლანდშაფტის დიზაინის პრინციპები მოიცავს ერთიანობის, მასშტაბის, ბალანსის, სიმარტივის, მრავალფეროვნების, ხაზგასმისა და თანმიმდევრობის ელემენტებს, რომლებიც ეხება ხაზს, ფორმას, ტექსტურას და ფერს. ეს ელემენტები ერთმანეთთან არის დაკავშირებული..
ერთიანობა ჰარმონიულობის თვისებაა. ის იპყრობს და ინარჩუნებს ყურადღებას. ერთიანობა იწყება წინასწარ შესწავლილი განვითარებადი სიუჟეტის ხაზით, რაც ქმნის მოწესრიგებულ და აქცენტირებულ ხედს.
ხაზი არის დიზაინის მძლავრი ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს გარე სივრცეს და ადამიანებს ლანდშაფტთან აკავშირებს. ლანდშაფტის დაგეგმარებისას, პროფესიონალური შეხებისთვის, პატარა ზიგზაგების და ტალღოვანი მოსახვევების ნაცვლად, გამოიყენეთ გაბედული ხაზები და მოსახვევები. ხაზები ვითარდება დიზაინის პროცესის მე-3 საფეხურზე: ხაზებით, განათებული რბილი პეიზაჟით და მყარი პეიზაჟით.
ფორმა მოიცავს სამგანზომილებიან წყობას. ის განისაზღვრება ტოტებისა და ყლორტების ხაზით, მიმართულებით და განლაგებით. მიღებული წყობა გავლენას ახდენს მასშტაბზე. ერთიანობის შესაქმნელად, გაიმეორეთ ტოპოგრაფიული ფორმა მცენარის ფორმებში.
• ჰორიზონტალური და განშლადი ფორმები ხაზს უსვამს სივრცის გვერდით განზომილებას და სიგანეს. ასეთი ფორმების ცქერა კომფორტულია, რადგან შეესაბამება თვალის მოძრაობის ბუნებრივ მიმართულებას.
• მცენარეულ მასალებში ყველაზე გავრცელებულია მომრგვალებული ფორმები. ისინი თვალს მარტივი მოძრაობის საშუალებას აძლევენ და ქმნიან სასიამოვნო ტალღოვან ეფექტს, რომელსაც თავად მივყავართ მცენარეთა დაჯგუფებამდე.
• ტირიფის ფორმებს აქცენტი მიწასთან გადააქვთ. ის, რაც ტირიფის ფორმის ქვემოთ არის, ხშირად ხდება ფოკუსის წერტილი.
• პირამიდული ფორმები, კი პირიქით, მზერას ზევით მიმართავს, რაც შეიძლება იყოს დამღლელი. ამიტომ, ის ზომიერად უნდა გამოვიყენოთ. პირამიდული დაჯგუფება შეარბილებს აღმავალ გავლენას. ისინი უფრო ბუნებრივად გამოიყურებიან გარემოში, სადაც ფოთლები მიწას ეხება.
ტექსტურა შეიძლება განისაზღვროს, როგორც კავშირი ფოთლებისა და ყლორტების ზომასა და მცენარეთა მასას შორის. ახლოდან, ტექსტურა მოდის ფოთლების ზომიდან და ფორმიდან, ყლორტების ზომიდან, ფოთლებისა და ყლორტების მანძილიდან, ფერებიდან და ჩრდილიდან.
ფერი იძლევა უდიდეს მიმზიდველობას და იწვევს უდიდეს უკუკავშირს. რა განწყობასა და განცდას გიქმნის სხვადასხვა ფერი? რა ფერები მუშაობს ლანდშაფტის სიუჟეტის ხაზისთვის? როგორი განწყობის შეტანა გსურთ ბაღში? წინასწარ უნდა განსაზღვროთ, ეს არის დასვენებისა და განკურნების სივრცე, თუ სამოქმედო აქტივობების სივრცე. ფერი არის ყველაზე ძლიერი დიზაინის ელემენტებს შორის. შეარჩიეთ ფერები ფრთხილად, რათა ბაღში სასურველი განწყობა შექმნათ. გახსოვდეთ, რომ ცივი ფერები ნაკლებად შესამჩნევი, მშვიდი, დაბალი წონასწორობისაა, ხოლო თბილი ფერები თვალსაჩინო, მხიარული მასტიმულირებელი და ქმნის მაღალ წონასწორობას.
რაც შეეხება ბალანსს, ეს არის წონასწორობა მარცხენა და მარჯვენა მხარეს.
- ფორმალური ბალანსი იმეორებს ერთიდაიგივეს, როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ, რაც სივრცეს აძლევს სტაბილურობას, კეთილშობილებას და ღირსებას.
- არაფორმალური ბალანსის დროს მარცხენა და მარჯვენა მხარეები ერთმანეთისგან განსხვავებულია, რაც სივრცეს აქცევს საინტერესო ადგილად, სძენს მას მოძრაობას და ბუნებრიობას.
ლანდშაფტის დიზაინის დაგეგმვისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქცენტი არის ელემენტების დომინირება და დაქვემდებარება.
როდესაც ჩვენ ვუყურებთ ლანდშაფტს ნებისმიერი მიმართულებით, ჩვენ უნდა დავინახოთ სხვადასხვა ელემენტების დომინირება და დაქვემდებარება. თუ ამას ვერ ვიპოვით, ჩვენს აუცილებლად დავშორდებით ლანდშაფტს. ზოგიერთ ბაღებს აკლია დომინანტური ელემენტი. სხვები კი იტანჯებიან დომინანტური ელემენტებით.
აქცენტი შეიძლება მიღწეული იყოს სხვადასხვა ზომის, თამამი ფორმის, დაჯგუფებისა და უჩვეულოსა და მოულოდნელის მეშვეობით. მაგალითად აქცენტი შეიძლება გაკეთდეს ხეზე, რომელიც იქნება დომინანტური ნაწილი ბაღში, ხოლო მის გარშემო არსებული ბუჩქები მას დაექვემდებარებიან.