We offer 98 lands located in Tsavkisi

დაჯავშნე

შენი ნაკვეთი

0%
კერძო დასახლებაში ცხოვრების დადებითი მხარეები
01

კერძო დასახლებაში ცხოვრების დადებითი მხარეები

02

როგორ გავაფორმოთ სახლი შობა-ახალი წლისთვის? თანამედროვე ტენდენციები დიზაინერებისგან

03

როგორ გავაფორმოთ საკუთარი სახლის ექსტერიერი საახალწლოდ? - რჩევები დიზაინერებისგან

04

ფერების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

05

სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში - ბავშვთა განვითარების წინაპირობა

06

ბაღი მოვლის და გაშენების პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

07

ტროპიკული სტილი ინტერიერის დიზაინში

08

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში

09

ჯაპანდის დახვეწილი სტილი ინტერიერის დიზაინში

10

თანამედროვე კერძო სახლების არქიტექტურა

11

რა უნდა ვიცოდეთ ლანდშაფტის დიზაინზე?

12

თანამედროვე ბაღის დიზაინი

კერძო დასახლებაში ცხოვრების დადებითი მხარეები

ქალაქი, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, ახალი აღმოჩენების და იდუმალი ისტორიის ტანდემი, რომელიც მუდმივად გვთავაზობს მრავალფეროვან შესაძლებლობებს და გვავსებს სიცოცხლის ძალით. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებიდან გამომდინარე, ქალაქი ასევე არის ადგილი, რომელიც ურბანიზაციის მაღალი დონით, დაბინძურებით და ქაოუტურობით გამოირჩევა. გარემო, რომელიც უკონტროლო მშენებლობებისგან შეიქმნა და არასწორი მიმართულებით განვითარდა, მაცხოვრებლებისთვის ნაკლებად მიმზიდველია. ზედმეტმა სიმჭიდროვემ ადამიანებს გაუმწვავა მოთხოვნა ისეთ ადგილებზე, სადაც მეტ თავისუფალ სივრცეს და პრივატულობას შეიძენდნენ. ამის გამო, ისეთ კერძო სახლებში ცხოვრება, რომლებიც ქალაქის ცენტრისგან მოშორებით შენდება, სულ უფრო აქტუალური ხდება. კოლექტიური თანაცხოვრებისაგან გამოყოფით, საკუთარ სახლში ცხოვრება მთლიანად ერგება თანამედროვე ეპოქის გამოწვევებს და აკმაყოფილებს ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებს.

1.jpg 529.19 KB


კერძო დასახლებებით დაგეგმილ გარეუბნებში ცხოვრება, დასავლეთის ქვეყნებში კარგად დამკვიდრებული და გამოცდილი პრაქტიკაა. გარეუბნები ფორმირებულია, როგორც ხმაურისგან და ზედმეტი გამაღიზიანებლებისგან დაცლილი კომფორტული დასახლება. ასეთი უბნების არსებობით და სწორი დაგეგმარებით, ერთმანეთისგან კარგად არის გამიჯნული, საცხოვრებელი გარემო და ქალაქის ცენტრი, რომელიც სამუშაო სივრცედ მოიაზრება.
 
 სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩვენთან ცალსახად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ზოგადად უბნების დაგეგმარება საბჭოთა კავშირის პერიოდში კერძო სახლების დასახლებას არ ითვალისწინებდა და მთლიანად იყო მორგებული მჭიდრო, საქალაქო დასახლებაზე. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში კი საკუთარი სახლები დაუგეგმავად და ქაოტურად შენდებოდა.

image-2.jpeg 627.68 KB


 დღევანდელი გამოწვევების სიღრმისეულად გაანალიზების შედეგია სწორედ ის, რომ „წავკისი პანორამა“ თავისი არსით სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც საცხოვრებელი სახლის არჩევისას თანამედროვე ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. უბნის განაშენიანება ხდება წავკისში, ქალაქის ხმაურის, და მტვრისგან შორს, განაშენიანების გეგმის შესაბამისად, რომელიც მოიცავს 15000მ² რეკრეაციულ ზონას, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, საბავშვო გასართობ სივრცეს, ველობილიკს, სკეიტპარკს და სასეირნო ხეივანს.
 
მსგავსი მწვანე და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული გარემო პირდაპირ აისახება პიროვნების, როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ სიჯანსაღეზე და კერძო სახლში ცხოვრებას გაცილებით კომფორტულს და საინტერესოს ხდის.
 
4.png.jpeg 487.98 KB


გარდა იმისა, რომ კერძო სახლის ფლობა ერთგვარ პრესტიჟთან და
თავისუფლებასთან ასოცირდება, ის მეტად მომხიბლავი სწორედ ისეთი მხარეების გამოა, როგორიც არის, ინდივიდუალური დაპროექტების და გარე სივრცის ქონის შესაძლებლობა, დაცულობა და პრივატულობა.

საკუთარი სახლის დაპროექტებისას, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დამკვეთის ინდივიდუალური საჭიროებები და სურვილები. კორპუსის ბინისგან განსხვავებით, კერძო სახლი მეტ სივრცეს და ფუნქციას ითავსებს. პირადი კაბინეტი, საკუჭნაო, გარდერობი, სხვენი, სავარჯიშო თუ საბავშვო ოთახები, აივნები, ვერანდები, ავტოფარეხი, აუზი და ა.შ. - ეს არის ის სივრცეები, რომელიც, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ნებისმიერი ინდივიდის ყოველდღიურობას გაცილებით უფრო კომფორტულს გახდის.
image-3.jpeg 411.68 KB

გარე სივრცის არსებობა, ჩვენის აზრით, კერძო სახლების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარეა. სწორედ, საკუთარი ეზოს ფლობით სრულიად იკვრება პირადი და თავისუფალი სივრცის იდეა, რაც ყველაზე დიდი ფუფუნებაა დღევანდელ სამყაროში. საკუთარი ეზო შესაძლებლობას იძლევა მოეწყოს ბაღი, აუზი, პარკინგი, ბავშვთა გასართობი, ფიზიკური აქტივობის და  შინაური ცხოველების სივრცეები. შიდა და გარე სივრცეების ინდივიდუალურად დაგეგმარება მთლიანადაა მორგებული მეპატრონის კომფორტზე, რაც საკუთარ სახლს აქცევს იმ ადგილად, რომლის დატოვებაც არასდროს გინდება.

Family-having-fun-in-the-backyard.jpg 232.73 KB

 
და ბოლოს, საკუთარ სახლში ცხოვრებისას გარანტირებული გაქვთ პრივატულობა და დაცულობა. თქვენ არასდროს შეგაწუხებთ მეზობლის ხმაური, მათგან ჩამოშვებული წყალი, ან იმაზე ფიქრი, ხომ არ ესმის თქვენი საუბარი ვინმეს. საკუთარ სივრცეში თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ღონისძიების დაგეგმვა. თქვენი სახლი თქვენი ციხესიმაგრეა და მასში ყოველგვარი შიშის და დისკომფორტის გარეშე უნდა ცხოვრობდეთ. და რადგან  დღეს უსაფრთხოება ქალაქური ოჯახებისთვის მთავარი საზრუნავია, ახალი ინდივიდუალური საცხოვრებელი პროექტები ითვალისწინებს ისეთ მომსახურებას როგორიცაა სადღეღამისო დაცვა, დასახლებაში არსებული გარე სივრცეების მოვლას და სხვა პერსონალის ხელმისაწვდომობა, სახლის მესაკუთრეთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.