We offer 98 lands located in Tsavkisi

Reserve your

own land

0%
ჯაპანდის დახვეწილი სტილი ინტერიერის დიზაინში
01

კერძო დასახლებაში ცხოვრების დადებითი მხარეები

02

როგორ გავაფორმოთ სახლი შობა-ახალი წლისთვის? თანამედროვე ტენდენციები დიზაინერებისგან

03

როგორ გავაფორმოთ საკუთარი სახლის ექსტერიერი საახალწლოდ? - რჩევები დიზაინერებისგან

04

ფერების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

05

სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში - ბავშვთა განვითარების წინაპირობა

06

ბაღი მოვლის და გაშენების პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

07

ტროპიკული სტილი ინტერიერის დიზაინში

08

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში

09

ჯაპანდის დახვეწილი სტილი ინტერიერის დიზაინში

10

თანამედროვე კერძო სახლების არქიტექტურა

11

რა უნდა ვიცოდეთ ლანდშაფტის დიზაინზე?

12

თანამედროვე ბაღის დიზაინი

ჯაპანდის დახვეწილი სტილი ინტერიერის დიზაინში

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ იაპონიასა და სკანდინავიის ქვეყნებს საერთო ბევრი არაფერი აქვთ თუმცა, როდესაც საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, ეს ორი კულტურა ბევრად უფრო ახლოს არის ერთმანეთთან ვიდრე წარმოიდგენდით. თითოეული მათგანის ესთეტიკა ფოკუსირებულია სიმარტივეზე, ბუნებრივ ელემენტებზე და კომფორტზე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ვხედავთ სულ უფრო მეტ დიზაინერს, რომელიც ამ ორ სტილს ერთმანეთში აერთიანებს და უწოდებს მას ჯაპანდის (Japandi – Japan/Scandi).

d4d2b62a15f2a1a52d880aca1e23da8e.jpg 56.15 KB


მარტივად რომ ვთქვათ, ჯაპანდის სტილი არის სკანდინავიური დიზაინისა და იაპონური დიზაინის ნაზავი. ეს არის დიზაინის მოძრაობა სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. ის აერთიანებს იაპონურ მხატვრულ ელემენტებს და ვაბი-საბის ფილოსოფიას სკანდინავიურ კომფორტთან, სითბოსთან და ჰიგიასთან.

3420eb47382cdf0c12daba0df638752c.jpg 51.29 KB


როგორც იაპონური, ასევე სკანდინავიური დიზაინების ესთეტიკა ორიენტირებულია სიმარტივეზე, ბუნებრივ ელემენტებზე, კომფორტსა და მდგრადობაზე. ჯაპანდის დიზაინი არის სკანდინავიური ფუნქციონალურობისა და ტრადიციული იაპონური მინიმალიზმის ერთობლიობა, რათა შეიქმნას ხელოვნების, ბუნებისა და სიმარტივის განცდა. ამ დიზაინების შერწყმა ქმნის ფუნქციისა და ფორმის სრულყოფილ ნაზავს, აქცენტს აკეთებს სუფთა ხაზებზე, ნათელ სივრცეებსა და ღია ფერებზე.
1d6214a9fea635e22820bd464aec627c.jpg 68.33 KB



ჯაპანდი ფოკუსირებულია მინიმალისტურ დიზაინზე, რომელიც ესთეტიურად სასიამოვნოა, მაგრამ უაღრესად ფუნქციონალური. აქ გხვდება ბუნებრივი მასალების სიმრავლე, მდუმარე ფერები, სუფთა ხაზები და მინიმალური, მაგრამ კარგად მოვლილი ავეჯი. ჯაპანდის დიზაინი არ არის მწირი - ის მიზანმიმართულია. ჯაპანდის სტილში გამოსახულია ულამაზესი ოსტატობა, რომელიც ფოკუსირებულია ხარისხზე და ხელნაკეთ ნივთებზე და მარტივ და გამძლე სტრუქტურებზე.

რაც შეედება ფერებს, როგორც ვთქვით უპირატესობა ენიჭება მდუმარე ფერებს. დიზაინერები ირჩევენ დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ფერთა გამას და როდესაც დიზაინში უფრო ნათელი ფერებია ჩართული, ისინი განკუთვნილია დახვეწილი აქცენტის შესაქმნელად.

bce4ec7d334d21123f69586d256407a2.jpg 47.32 KB


ჯაპანდის დიზაინი მოიცავს ტექსტილისა და ტექსტურების უფრო ფართო სპექტრს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბუნებრივ მასალებს, ორივე სტილიდან. ეს კომბინაცია ქმნის საინტერესო სივრცეს ბუნებრივი მასალისა და ფორმების განსხვავებული გამოყენებით და აკეთებს მრავალმხრივ კონტრასტს. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს სახლში ეკოლოგიურ ესთეტიკას და სწორედ ესაა უპირველესი მიზეზი, თუ რატომ ირჩევენ ჯაპანდის დიზაინს ასე აქტიურად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ჯაპანდი დგას, როგორც სკანდინავიურ, ისე იაპონურ მინიმალიზმისა და კომფორტის იდეაზე. ორივეს საერთო ესთეტიკა აერთიანებს და ქმნის სტილს, რომელიც ერთდროულად მარტივი და დახვეწილია. ხოლო, სადაც ეს ორი მიდგომა განსხვავდება, მათი განსხვავებები რეალურად ერთმანეთს ავსებს. იაპონური ინტერიერი გლუვია, სკანდინავიური კი რუსტიკული. იაპონური დიზაინის უფრო მდიდარი (მაგრამ მაინც ნეიტრალური) ფერები გვეხმარება სკანდინავიური სახლების მკვეთრი, პალიტრისგან კლინიკური, ან ცივი შეგრძნებისგან დავიცვათ თავი.

0d8bff2d830cbc5c54d2ba244fe4a4c3.jpg 62.47 KB


იმისათვის რომ სახლი ჯაპანდის სტილში მოაწყოთ ფოკუსი გააკეთეთ ბუნებრივ მასალებზე, როგორიცაა დაუმუშავებელი ხე, ან ბამბუკის ნაჭრები, რომლებიც ბუნების განცდას და გამარტივებულ სილამაზეს შემოიტანენ სახლში. გირჩევთ გამოიყენოთ მდუმარე ფერები ღია მწვანე ფერის ელფერით, ან შემოიტანოთ გამწვანება თქვენს სახლში, რათა მისცეთ მას გარე ცხოვრების შეგრძნება.

28b76b24911272f2d87f99a500d6e9cb.jpg 62.62 KB


არეულობის შემცირება ერთ-ერთი წინაპირობაა ჯაპანდის სტილის მისაღწევად. ეს დიზაინის ესთეტიკა ფოკუსირებულია სუფთა ხაზებსა და ღია სივრცეებზე. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ აქტიური ოჯახი და მინიმალიზმის შესაქმნელად ბრძოლა და გარჯა გიხდებათ, მაშინ გირჩევთ სცადოთ "ყალბი მინიმალიზმი" ბუნებრივი კონტეინერებით, როგორიცაა ყუთები და კალათები, ჩაშენებული ან დასაკეცი ეკრანები, რათა დაიმალოს ზედმეტი ნივთები და მარტივად შეინარჩუნოთ წესრიგი თქვენს სივრცეში.

1148ebc86e94cf77a871caba5b9d0a23.jpg 56.22 KB


ორივე სამყაროდან საუკეთესოს მისაღებად, გამოიყენეთ Scandi დიზაინის სიმყუდროვე თბილი ტექსტურებითა და რბილი ნაჭრებით და შეინარჩუნეთ იაპონური დეკორის ელეგანტურობა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სტილი ორიენტირებულია უტილიტარულობაზე, მნიშვნელოვანია შექმნათ ზენის მსგავსი სიმშვიდე თქვენს სივრცეში. 

cbaeeaad8136a2ff4d368ad50395a8a6.jpg 59.92 KB