We offer 98 lands located in Tsavkisi

Reserve your

own land

0%
ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში
01

კერძო დასახლებაში ცხოვრების დადებითი მხარეები

02

როგორ გავაფორმოთ სახლი შობა-ახალი წლისთვის? თანამედროვე ტენდენციები დიზაინერებისგან

03

როგორ გავაფორმოთ საკუთარი სახლის ექსტერიერი საახალწლოდ? - რჩევები დიზაინერებისგან

04

ფერების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

05

სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში - ბავშვთა განვითარების წინაპირობა

06

ბაღი მოვლის და გაშენების პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

07

ტროპიკული სტილი ინტერიერის დიზაინში

08

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში

09

ჯაპანდის დახვეწილი სტილი ინტერიერის დიზაინში

10

თანამედროვე კერძო სახლების არქიტექტურა

11

რა უნდა ვიცოდეთ ლანდშაფტის დიზაინზე?

12

თანამედროვე ბაღის დიზაინი

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში

ინტერიერის ეკლექტიკური დიზაინი შთაგონებულია სხვადასხვა სტილით და გულისხმობს განსხვავებული ნიმუშების, ტექსტურების, ფერების, ზომისა და პროპორციების გაერთიანებას ერთ პლატფორმაზე, ანუ ინტერიერზე.
 
 თუ ფიქრობთ, რომ ზუსტად იცით რისი მიღება გსურთ საცხოვრებელი სივრცისგან, თვლით რომ კარგი გემოვნება გაქვთ და ამის ჩვენების არ გეშინიათ, ეკლექტიკა სწორედ თქვენთვის შეიქმნა. რთულია სტილი უწოდო საგნებითა და ფორმებით თამაშს, რომელიც მთლიანად კომფორტზეა ორიენტირებული, ესთეტიკის პირად შეხედულებებს არ სცდება და ცოტათი ეგოისტურია. თუმცა, ამის მიუხედავად, არქიტექტურის ისტორიაში ეკლექტიკას დიდი ადგილი უჭირავს და ის ძირითადად ფუფუნებას გამოხატავს.
 
13-marbella-hills-gallery-min.jpg 555.92 KB



მარტივად რომ ვთქვათ, ეკლექტიკური ესთეტიკა სტილების აღრევას გულისხმობს. სათქმელად მარტივია, თუმცა სიტყვა „აღრევა“-სა და ქაოსს შორის, ინტერიერის დიზაინში, ძალიან ვიწრო საზღვარია და იმისთვის, რომ ის არ გადაკვეთოთ დიდი  დაკვირვება გჭირდებათ. თუ გინდათ, რომ თქვენი საცხოვრებლის ინტერიერი ეკლექტური იყოს, აქცენტი საკუთარი თავის უკომპრომისო გამოხატვაზე გააკეთეთ და არავითარ შემთხვევაში არ ჩაყაროთ ბევრი განსხვავებული ნივთი ერთ სივრცეში - ასეთ დაუდევრობას ეკლექტიკა არ ამართლებს. თუმცა, თუ ეკლექტიზმს გემოვნებითა და სიფრთხილით გამოიყენებთ, ის შეიძლება საკუთარ სტილად, სავიზიტო ბარათადაც კი აქციოთ და რაც მთავარია, ყველა თქვენთვის საინტერესო ფორმასა და ეპოქას თავისი ადგილი მოუძებნოთ.

14-marbella-hills-gallery-min.jpg 303.65 KB



ალბათ უკვე მიხვდით, ეკლექტიკური სტილი განსხვავდება უმეტეს სტილისგან, რადგან ნამდვილად არ არსებობს შეზღუდვები იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ შექმნათ. ეკლექტიკური დიზაინით, ერთადერთი წესია მრავალი დიზაინის სტილის ჩართვა, დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული. ამასთან, არსებობს გარკვეული ელემენტები, რომლებიც მუდმივად გამოიყენება ეკლექტიკური დიზაინში.


1. სხვადასხვა ვიზუალური ელემენტების შერევა. პრინტების, შაბლონების და ტექსტურების შერევა ეკლექტიკური დიზაინის საფუძველია. ეკლექტიკური დეკორი აერთიანებს სხვადასხვა ფორმებს, კომპოზიციებს და დიზაინის ელემენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ არ ავსებენ ერთმანეთს დამატებითი განზომილების, ან ინტერესის ფენის შესაქმნელად.
d58e378f16100d5016a357b371ec1cde.jpg 52.51 KB
2. თანამედროვესა და ტრადიციულის შერწყმა. ეკლექტიკური დიზაინი აერთიანებს სხვადასხვა პერიოდის დეკორს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ვინტაჟური ავეჯი, მინიმალისტური არქიტექტურის ხელოვნებასთან ერთად. ასევე შეგიძლიათ ნახოთ თანამედროვე სტილის აბაზანა, ფრანგული რენესანსის აქცენტებით.

3. ის საგულდაგულოდ არის დამუშავებული. ინტერიერის ეკლექტიკური დიზაინი შეიძლება უპრობლემოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ დეკორატორებმა ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ცალკეულ ცვლადებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ერთად მუშაობს. ხშირად არის გამაერთიანებელი ელემენტი ან თემა, როგორიცაა ფერი, ტექსტურა ან კონკრეტული ფოკუსის წერტილი.

11-marbella-hills-gallery-min.jpg 224.68 KB



აქცენტის დასმის დროს, პირველ რიგში, აირჩიეთ რამდენიმე ნივთი, ან კონცეფცია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ და მათ გარშემო ატარეთ ექსპერიმენტები: ეცადეთ ცვლილებები დეკორით, ხალიჩით, განათებითა და სხვა ელემენტებით დაიწყოთ. რაც შეეხება სტრუქტურას, შეგიძლიათ ერთმანეთს მუქი, ხის ავეჯი და ბრჭყვიალა პლასტიკური სკამები შეუხამოთ.

15-marbella-hills-gallery-min.jpg 203.63 KB


საკუთარ სახლში ეკლექტიკური სტილის კარგი მაგალითია UDisign-ის მიერ შექმნილი ფერადი და დასამახსოვრებელი ინტერიერის დიზაინი, რომელიც კარგად უსვამს ხაზს კლიენტის უნიკალურ ინდივიდუალიზმს. ნათელი ბუნებრივი განათება, ღია სივრცეები და მკვეთრი, თეთრი კედლები ქმნის შესანიშნავ ფონს, რათა წარმოაჩინოს მფლობელის ვრცელი ხელოვნების კოლექცია და სკულპტურული დეკორის ელემენტები.
marbella-hills-2-nuevo-min.jpg 306.92 KB

ასევე მშვენიერი, მრავალფეროვანი მოდიფიკაციაა რეტრო ავეჯეულობა და ზღაპრული ფარდაგები. ამ ტიპის დიზაინი სახლის მფლობელს საშუალებას აძლევს სრულად გამოხატოს ხასიათი, ვნება და პიროვნება. ეს არის წვეულების სახლი, რომელიც შექმნილია UDesign-ის მიერ გართობის გრძნობით, დახვეწილი გემოვნებით და მსოფლიოში საუკეთესო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით.

49_original_file_I0.jpg 554.07 KB


იმისთვის, რომ უარი არაფერზე თქვათ და მაქსიმალურად გამოხატოთ თქვენი გემოვნება, კედლის ფერი ღია ტონალობის, ან თეთრი უნდა იყოს. ასე სივრცე გაიზარდება და მასში რაც შეიძლება მეტი განსხვავებული დეკორის შეტანას შეძლებთ. მოათავსეთ პლასტიკური, ხის, კლასიკური და დახვეწილი ზედაპირები ერთ სივრცეში - გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი პარალელი გაავლოთ დროსა და სივრცეში. მოძებნეთ რიტმი და იმოქმედეთ ინტუიციურად.

17-marbella-hills-gallery-min.jpg 311.29 KB


გახსოვდეთ, რომ ინტერიერის ეკლექტიკური დიზაინი არის განვითარებადი სტილი, რომელიც მუდმივად ადაპტირებს და ინტერიერის დიზაინში ის, თქვენი პიროვნების გამოხატვის ნიჭზეა დამოკიდებული.

0-NUEVA-IMAGEN-10-min.jpg 379.68 KB