We offer 98 lands located in Tsavkisi

Reserve your

own land

0%
ბაღი მოვლის და გაშენების პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან
01

კერძო დასახლებაში ცხოვრების დადებითი მხარეები

02

როგორ გავაფორმოთ სახლი შობა-ახალი წლისთვის? თანამედროვე ტენდენციები დიზაინერებისგან

03

როგორ გავაფორმოთ საკუთარი სახლის ექსტერიერი საახალწლოდ? - რჩევები დიზაინერებისგან

04

ფერების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

05

სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში - ბავშვთა განვითარების წინაპირობა

06

ბაღი მოვლის და გაშენების პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

07

ტროპიკული სტილი ინტერიერის დიზაინში

08

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში

09

ჯაპანდის დახვეწილი სტილი ინტერიერის დიზაინში

10

თანამედროვე კერძო სახლების არქიტექტურა

11

რა უნდა ვიცოდეთ ლანდშაფტის დიზაინზე?

12

თანამედროვე ბაღის დიზაინი

ბაღი მოვლის და გაშენების პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

მოდერნისტული რევოლუციიდან მოყოლებული დამკვიდრდა აზრი, რომ ხარისხიანი ცხოვრებისთვის ყველა მაცხოვრებელზე, გარკვეული ფართობის მწვანე სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს საერთო, ურბანული მწვანე სივრცე, პარკი თუ ბაღი. ხარისხიანი ცხოვრებისთვის გარემოში - ინტერიერი იქნება ეს, ფასადი თუ მიწის ნაკვეთი, აუცილებელია სიმწვანე და რა თქმა უნდა, ეს მწვანე ადგილები მოითხოვს მოვლასა და მოფრთხილებას. მებაღეობა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. თუ თქვენ მებაღეობა გიტაცებთ, გაქვთ მიწის ნაკვეთი, სადაც ბაღის გაშენებას აპირებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ მცენარეების და მცირე ფორმების არჩევა ბაღისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახლისთვის რემონტი და ინტერიერის მოწყობა.

GRDN_The-Modern-House-Directory-2-900x600.jpg 194.34 KB

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ რომ ხილული ღობე, კედელი ან მესერი ბაღს უფრო პატარად და დახშულად წარმოაჩენს. ამიტომ აუცილებელია ღობის ბუნებრივად შენიღბვა. მაღალი მცენარეები საუკეთესო საშუალებაა ღობის შესანიღბავად, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ისინი არ უნდა დაირგოს ერთ მწკრივად. შექმენით ცრუ პერსპექტივა და გამწვანებით სივრცე თანდათან გაშალეთ. ღობის ან კედლის ბუნებრივად შენიღბვისთვის კარგია მოყვავილე ხვიარები, რომლებიც სხვადასხვა ფერის ყვავილს ისხამს. მაგალითად მშვენიერი არჩევანი იქნება გლიცინია, დაშვებული იისფერი ან თეთრი ყვავილებით.

2add32a2780ced379eaf5d4a8aa37728.jpg 83.54 KB


ასევე, უმნიშვნელოვანესია ბაღში ყვავილებისა და ფოთლების ფერი. დაყავით ბაღი თემატურად მცენარეების ფორმისა და ფერების მიხედვით, ასე ბაღში კონკრეტულ განწყობას შეიქმნით. თუ გსურთ, რომ ბაღი ერთფერიანი მცენარეებით აავსოთ გაითვალისწინეთ, რომ ფერის შესარბილებლად კარგი იქნება სხვადასხვა ტონების გამოყენება. ასე მაგალითად: თეთრი ფერის ყვავილებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ შეგიძლიათ შეურიოთ კრემისფერი, ღია ვარდისფერი, ყვითელი ან ცისფერი ყვავილები. რაც შეეხება კაშკაშა ფერებს: წითელი, მუქი ვარდისფერი ნარინჯისფერი ყვავილები თქვენს ბაღს აუცილებლად გაახალისებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არ შეიძლება კაშკაშა ფერის ყვავილების ბაღის ბოლოში დარგვა, ასე თქვენი ბაღი უფრო პატარა გამოჩნდება. ყვავილებთან ერთად აუცილებლად დარგეთ ბოსტნეული და მწვანილები, ისინიც გამოირჩევიან ფერადი ფურცლებით და ბაღის გალამაზებასთან ერთად, მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება აქვთ. დღეს უკვე დიდი ფუფუნებაა საკვები პესტიციდების გარეშე და თუ თქვენ მცირე ფართობი მაინც გაქვთ მცენარეების მოსაყვანად, ის აუცილებლად უნდა დაუთმოთ საკვებ მცენარეებს.

3.jpeg 208.06 KB


ბაღის მცენარეების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ სეზონურობაც. ისინი, ისე უნდა შეირჩეს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს თავისებურად ლამაზი იყოს. დარგეთ უცუნა, ასტრები, ქრიზანთემები, ყოჩივარდები და გეორგინები, როლებიც გვიან შემოდგომას ყვავილობენ. კროკოსმია და რუდბეკია ზაფხულში იწყებენ ყვავილობას და ადრე შემოდგომამდე აგრძელებენ. ზამთრის ბაღისთვის კი კარგია მარადმწვანე მცენარეები, ასევე ხარისძირა, ქონდარა ზამბახი და სხვ. დარწმუნებული ვარ, მცირედი მონდომების შედეგად აუცილებლად შესძლებთ ლამაზი და სასიამოვნო გარემოს შექმნას თქვენს ბაღში. ნელ-ნელა შემატეთ თქვენს ბაღს სხვადასხვა მცენარეები და ძალიან მალე თქვენი ქმნილებით აუცილებლად შესძლებთ ტკბობას.
contemporary-patio.jpg 161.11 KB